03:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 13:58:51, 1730 ნახვა

კომენტარი
ავრამოპულოსი: თბილისში ევროკავშირის უამრავი დროშა ვნახე, რაც მისასალმებელია

ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულუსის განცხადებით, საქართველო ახორციელებს ყველა აუცილებელ რეფორმას, რათა ყველა უმაღლესი კრიტერიუმი დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ დიმიტრის ავრამოპულუსმა პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ავრამოპულუსმა აღნიშნა, საქართველოს მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო დაახლოვა და ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. 

„საქართველო სამაგალითო გახლავთ იმით, რომ ის საგზაო რუკის მოთხოვნებს ასრულებს. მე კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მომოსვლის რეჟიმით ისარგებლონ. ეს გახლავთ ფრიად მნიშვნელოვანი მიღწევა", - განაცხადა ევროკომისარმა.

ამასთან, ავრამოპულუსმა საქართველოში, კერძოდ კი თბილისში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას.

"როდესაც ჩავედი თბილისში, ევროკავშირის უამრავი დროშა ვნახე. ეს ძალიან მისასალმებელი ფაქტია", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს განიხილავენ. პლენარულ სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესწრება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics