03:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 08:16:46, 1840 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მარია გაბრიელი: ქართველი ხალხი უვიზოდ მიმოსვლას იმსახურებს

საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტის წევრ მარია გაბრიელის განცხადებით, 1 ან 2 მარტს ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდება, ხოლო 15 მარტამდე ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება. 

როგორც გაბრიელიმ აღნიშნა, ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლას იმსახურებს. 

„უპირველეს ყოვლისა მიმაჩნია, რომ ეს კენჭისყრა ევროპარლამენტში არის ყველა იმ მიღწევის აღიარება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა გასწია. ქართველი ხალხი უდავოდ იმსახურებს უვიზო მიმოსვლას. ამრიგად, ეს არის დიდი დღე ჩვენთვის, დარჩება მხოლოდ მცირე სახის პროცედურები.

პირველ ან 2 მარტს მოხდება ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის საბოლოო შეთანხმება - ხელმოწერა.  გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მაქსიმუმ 15 მარტამდე. ხელმოწერიდან 20 დღეში კი საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას. 

ჩემი მკაფიო მიზანია, რომ მარტის ბოლომდე ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანო. ბოლო წუთამდე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ შედეგი მალე დადგეს”, - განაცხადა მარია გაბრიელმა "მოამბესთან" საუბარში.

ცნობისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics