22:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 11:28:18, 2216 ნახვა

სამართალი კომენტარი
დავით გელაშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ამჟამად ავარიულია, შიგნით მუშაობა საფრთხეს წარმოადგენს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ამჟამად ავარიულია.

როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა მოხდა, რის გამოც შენობაში მუშაობა ამ მომენტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„შემოვიდა შეტყობინება 04:10 წუთზე. დაახლოებით, სამ წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, 3000კვ.მ-ზე იყო ხანძარი. გამოძახებაზე სულ 31 სახანძრო-სამაშველო დანაყოფი მოვიდა. ხანძრის ქრობიდან 5 წუთში ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს“ მთლიან შენობაზე, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10 000 კვ.მ-ს, მოსვლიდან 10-15 წუთში უკვე 13 000 კვ.მ ზე იყო ღია ცეცხლი გაჩენილი. ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობითი სამუშაოები. მაღალი ტემპერატურის შედეგად, შენობის გარკვეულმა ფრაგმენტებმა მიიღო დაზიანება, მოხდა მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა. ამ მომენტისთვის შენობა, შეიძლება ითქვას, რომ ავარიულია. შიგნით მუშაობა საფრთხეს წარმოადგენს“,- განაცხადა გელაშვილმა.

ამასთან, ხანძრის ლოკალიზების დროს ერთი მეხანძრე მსუბუქად დაშავდა. მას დახმარება ადგილზე გაუწიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics