23:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 14:59:32, 1784 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვახუშტი მენაბდე: საარჩევნო ბარიერი დაბალი უნდა იყოს

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის  შეფასებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ნაცვლად მხოლოდ პროპორციული სიების შემოთავაზება,  საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

მენაბდემ ჟურნალისტებთან  საარჩევნო სისტემაში  არსებულ სამ ძირითად პრობლემაზე ისაუბრა:

" პირველი, არის ის, რომ ბევრი ადამიანი დარჩა პარლამენტში, ვისაც წარმომადგენელი არ ჰყავს პარლამენტში, მეორე მხოლოდ ძალიან ძლიერი პარტიები მოხვდნენ პარლამენტში. მესამე, საქართველოს პარლამენტში არ გვაქვს ფართო სპექტრის წარმომადგენლობა.

შემოთავაზებული ვერსიები, არსებითად ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. მესამე პრობლემა, რომელიც უკავშირდება თანაბარ განაწილებას, ეს გადაიჭრება, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ, დიდ და ძლიერ პარტიებს შორის. ამომრჩევლის დიდი ნაწილი კვლავ წარმომადგენლის გარეშე დარჩება პარლამენტში, ხოლო მცირე პარტიები, რომლებსაც ამომრჩევლების მხრიდან ძალიან დიდი პროცენტი მიაქვთ, ისევ მანდატების გარეშე დარჩებიან“, - განმარტა  ვახუშტი მენაბდემ.

ის სიტუაციიდან გამოსავალს პროპორციული სიით ხედავს, სადაც იქნება დაბალი ბარიერი და რომელიც  მენაბდის თქმით, მოქალაქეთა მცირე ჯგუფებს შესაძლებლობებს მისცემთ, პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ.

მენაბდის შეფასებით, პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი შეიძლება 0.75%, 1% ან 2% იყოს, თუმცა ის 5%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics