15:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 16:01:18, 1684 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახიანი: კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის რეგისტრაციის საფუძველი ლეგიტიმურია

საპროცედური საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  რეგისტრაციას მხარი დაუჭირა. 

პროცედურის თანახმად, კომიტეტი დღეს მიმართავს ბიუროს და სობოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე სწორედ ბიურო მიიღებს. 

 „კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაცია, ჩვენ შესაბამისი დასკვნით მივმართავთ ბიუროს და ის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას",-აღნიშნა კახიანმა და დასძინა, რომ გარკვეული კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ლეგიტიმური იყო ახალი ფრაქციის შექმნა:

" თუმცა საბოლოო ჯამში კომიტეტმა ახალი ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა. 
ჩემი მოსაზრება იყო, რომ ფრაქციის შექმნა უმცირესობის ფარგლებში და დღეს უკვე ახალი ფრაქციის შექმნა არალოგიკური იყო. უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ ამ ფრაქციას, რომელიც არსებობდა "ნაციონალური მოძრაობის" სახით, სახელი კი არ გადარქმოდა,ან ახალი თავმჯდომარე კი არ აერჩიათ, არამედ იმ წევრებს,რომლებმაც "ნაციონალური  მოძრაობა" დატოვეს, დაეტოვებინათ ეს ფრაქციაც,რადგან ეს  ფრაქცია სამართლებრივად იყო ნაციონალური მოძრაობის. მოხდა ისე, რომ ამ ფრაქციაში უმრავლესობაში აღმოჩნდა ის ჯგუფი, რომელბმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვეს და იმავდროულად, ახალი ფრაქციის 
შექმნის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდა ნაციონალურ მოძრაობას. იმ შემთვევაში,თუ ის პირები,ვინც გაემიჯნენ პარტიას, პარტიულად დარჩებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებად, მათ კი განაცხადეს, რომ წევრები აღარ არიან, მაგრამ რაიმე სამართლებრივი დოკუმენატაცია პარტიის დატოვების შესახებ პარლამენტში არ წარმოუდგენიათ. დღევანდელ სხდომაზე კი ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრებს, რომლებიც ადრე ამ პარტიის წევრები იყვნენ და გაემიჯნენ ამ პარტიას, შეუწყდათ ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრობა. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ფრაქციის რეგისტრაციის საფუძველი  ლეგიტიმურია",-განმარტა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics