13:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 18:34:44, 1690 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგი უგულავა: ციხიდან ივანიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებისგან ზეწოლის შედეგად გამათავისუფლა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

უგულავას თქმით, ის ბიძინა ივანიშვილმა დაიჭირა და მანვე გაათავისუფლა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად:

„მე დამიჭირა ივანიშვილმა და ეს სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს ისე,  რომ ხელისუფლებას,  პროკურატურას,  ივანიშვილს არ კითხოს. ივანიშვილმა გამომიშვა იმ ზეწოლის შედეგად, რა ზეწოლაც მთელი  ამ ხნის განმავლობაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან იყო. არჩევნების შემდეგ მთავრობას 3 ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს, პირველი-დაანებე „რუსთავი2“-ს თავი,  მეორე-ახალი პოლიტიკური რეპრესიები აღარ  უნდა იყოს ქვეყანაში და მესამე იყო ძველი პოლიტპატიმრების ეტაპობრივი გამოშვება. ახალი პოლიტიკური რეპრესიები ამწუთას ივანიშვილს არ სჭირდება, მესამე მოთხოვნიდან, ლოგიკურია, რომ პირველი ჩემი საკითხი დაიძრებოდა, სხვა უფრო მძიმეა „ოცნებისთვის“. ყველაზე სახიფათო ჩემთვის არის ის, რომ ივანიშვილი,  როგორც არაპოლიტიკოსი, არამედ ბიზნესმენი,  3  საკითხიდან ორს თუ კოჭს გაუგორებს, მესამეს შეიძლება დაარტყას. ამიტომ,  ყველაზე უფრო ცუდი მოლოდინი მაქვს „რუსთავი2“-თან დაკავშირებით. იმედია, არ გამართლდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics