|
2016-12-22 14:22:50, 1592 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: ბალასტად მივიჩნევ ადამიანებს, რომლებიც ჩირქს სცხებენ პოლიციელის მუნდირს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, ის ბალასტად თვლის ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ და პოლიციელის მუნდირს ჩირქს სცხებენ. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა უწყებაში 40 ათასი თანამშრომელია და სულაც არ არის გამორიცხული, მათ შორის იყვნენ ასეთი ადამიანებიც. „მრავალჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს შსს-ში და გამორიცხული არ არის, რომ ასეთი თანამშრომლები იყვნენ. მე ბალასტში. ბალასტში ვგულისხმობდი მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ადამიანებს. აქვე განვმარტავ, რომ თანამდებობებს შეინარჩუნებს ყველა ღირსეული პოლიციელი, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავს ყველას, ოჯახებისა და შვილების უსაფრთხოებას. ისინი არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდევაც სისტემაში“, -აღნიშნა მღებრიშვილმა. მისივე განმარტებით, არაფერია გასაკვირი, თუ სისტემა ასეთი ადამიანებისგან გათავისუფლდება. „შეურაცხმყოფელი ჩემთვის არის ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, იყოს სისტემაში“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)