03:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 12:59:19, 2017 ნახვა

სამართალი კომენტარი
ეკა ბესელია ბორჯომის პოლიციის თანამშრომლისთვის უფლებამოსილების შეჩერებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, პოლიციელისთვის, რომელსაც ”იბერიას” ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილების შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა.

როგორც ბესელიამ განმარტა, თუ დადასტურდა გიორგი გასვიანის ჩვენება, რომლის თანახმადაც, მას ნასვამი პოლიციელი ორ პირთან ერთად ბორჯომში ფიზიკურად გაუსწორდა, ეს იქნება სერიოზული რეაგირების საგანი.

„ასეთი ქმედება ჩრდილს აყენებს ღირსეული პოლიციელების საქმიანობას და იმიჯს, ამიტომ ინსტიტუციური ავტორიტეტისთვის და სისტემის მიმართ ნდობის შენარჩუნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ასეთ ქმედებას ჩაიდენს პოლიციელი, მას ხელი არავინ  უნდა დააფაროს და საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა მოხდეს’’- განაცხადა ეკა ბესელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, პოლიციელს, რომელსაც ”იბერიას” ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics