05:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 14:21:45, 1268 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროში ხელფასების შემცირება არ ხდება, თუმცა ძალიან ბევრი ვაკანსია უქმდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მის უწყებაში ძალიან ბევრი ვაკანსია უქმდება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, ვაკანსიები უქმდება მხოლოდ იქ, სადაც ეს გამართლებულია.

ამასთან, წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროში თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება არ ხდება:

„სადაც 10%-ზე მეტის შემცირების საშუალება იყოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ეს უკვე გაკეთებულია.13-14%-ით, სადაც იყო ამის საშუალება იუსტიციის სამინსიტროს რიგ სსიპებში ეს უკვე მოხდა.10% იყო მინიმუმი, რომელზეც პრემიერის ხელმძღვანელობით მინისტრები შეთანხმდნენ. მინიმუმს ზევით ვინც შევძელით, ეს უკვე არის გაკეთებული.ორი რამ იყოს-შრომის ანაზღაურების ნაწილი და საქონელი და მომსახურება. იუსტიციის სამინისტროში და მემგონი არც სხვაგან, ხელფასების შემცირება არ ხდება,  ვაკანსიები უქმდება ძალიან ბევრი, მაგრამ იქ, სადაც ეს გამართლებულია, იქ, სადაც ეს გამართლებული არ არის, ბევრჯერ მოვიყვანე ეს მაგალითი, იმ დეპარტამენტში, რომელიც საქართველოს სახელწმიფო ინტერესებს იცავს ჰააგის გამოძიების პროცესში,  ვაკანსიები შენარჩუნდა და ის არაფრის ფასად არ გაუქმდება. არ გაუქმებულა ვაკანსიები ამ კონკრეტულ მაგალითზე. შევინარჩუნეთ თავისუფალი ადგილები, რადგან შესაძლოა, საახელმწიფო ინტერესს ვაკანსიის შევსება დასჭირდეს. იქ, სადაც იყო შესაძლებლობა, ასეთი ვაკანსიები გაუქმდა. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს გენისპექციას ჰქონდა რამდენიმე ვაკანტური პოზიცია გამომძიებლების და რამდენიმე მათგანი გაუქმდა, რადგან არ ვვარაუდობ, რომ ეს ჩვენ შეიძლება გაისად დაგვჭირდეს“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics