2016-12-15 14:01:26, 1557 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: არ არის გამორიცხული, 200-მდე ადამიანი სხვადასხვა სსიპ-ებიდან გათავისუფლდეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული რეორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს სსიპებში მომუშავე 200-მდე ადამიანს შეეხოს. თუმცა, წულუკიანი ირწმუნება, რომ რეორგანიზაციის პროცესი გამჭვირვალე იქნება:
„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, ჩვენ ვართ პროკურატურის მიღმა ისუტიციის სამინისტროს სისტემაში დაახლოებით 5500 საჯარო მოხელე და არ არის გამორიცხული, ამათგან 200-მდე ადამიანი, შეიძლება ნაკლებიც, სხვადასხვა სსიპებიდა მოყვნენ რეორგანზიაციაში, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და როცა დაიწყება, რა თქმა უნდა, პროცესი იქნება გამჭვირვალე“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან