05:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 17:43:10, 1708 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: როცა საარჩევნოდ ვიყავით გასული, ვთქვით, რომ 2017 წელს პენსიების ზრდა არ იქნებოდა

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დანაპირების მიხედვით მოქმედებს.

როგორც ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, ელენე ხოშტარიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საარჩევნო  პერიოდში მოსახლეობამ უკვე იცოდა, რომ 2017 წელს პენსიები არ გაიზრდებოდა:

„გაკეთებული გვაქვს ანალიზი შესაბამისად, ვიცით, კონკრეტულად კონკრეტული აქციზის შემთხვებაში რა ზეგავლენას მოახდენს გადაწყვეტილებები. თუ კონკრეტულ რიცხვებთან გაქვთ შეკითხვა, სპეციალისტების დონეზე შესაძლებელია ვიმსჯელოთ  ეს რიცხვი როგორია, ან სხვა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გათვლები გაკეთებულია. პენსიებთან დაკავშირებით მინდა კონკრეტული პასუხი გაგცეთ, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენ საარჩევნო პერიოდში საარჩევნოდ  ვიყავით გასული  მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად ვთქვით, რომ 2017 წელს პენსიების ზრდა არ იქნებოდა ჩადებული. დღეს ჩვენ ჩვენს დანაპირებს მივსდევთ, რა იქნება 2018 წელს ამ მიმართულებით, ამწუთში არმინდა ამაზე საუბარი“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics