23:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 16:18:01, 1625 ნახვა

კომენტარი სამხედრო
იზორია: ყველა რეფორმა, რომელიც უწყებაში განხორციელდება, თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ იქნება მიმართული

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მტკიცებით, ყველა რეფორმა, რომელიც უწყებაში განხორციელდება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ იქნება მიმართული.

ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თანამშრომლების შესაძლო მასობრივ შემცირებასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ეხებოდა.

იზორიას განმარტებით, საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად გარკვეული ოპტიმიზაციაა საჭირო.

„ყველა რეფორმას, რომელსაც  თავდაცვის უწყებაში განვახორციელებთ, მიმართული იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ. ბუნებრივია, მოსახლეობის წინაშე, ვინც თავდაცვის სფეროს, თუ სხვა სფეროს აფინანსებს, ერთგვარი  პასუხისმგებლობა და  ვალდებულება გვაქვს, რომ თანხები რაციონალურად იყოს მიმართული, რათა ქვეყანას შეეძლოს თავისი თავის დაცვა  და მოსახლეობის დაცვა.ამ ეტაპზე, სწორედ იმისათვის, რომ ეს მზადყოფნა გაიზარდოს, ჩვენ ვთვლით,  აუცილებელია გარკვეული ოპტიმიზაცია.  საქართველო არ იქნება მხოლოდ გამონაკლისი. ასეთი ნაბიჯები  მთელმა რიგმა ქვეყნებმა გადადგეს, როდესაც გადაწყვიტეს მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ზუსტად იგივე გზავნილები მოვისმინე ნატო-ს გენერალური მდივნისგან, როდესაც ნორვეგიაშიც დადგა  დღის წესრიგში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მათაც მოუწიათ გარკვეული ოპტიმიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ,  ყველა რეფორმა, რომელსაც  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვახორციელებთ, მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ და ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია ის, რომ თანხები, რომლებიც თავდაცვის სისტემისთვისაა გათვალისწინებული, იყოს ჩვენი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics