|
2016-12-02 12:10:49, 1787 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გვენეტაძე: რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა გარკვეული მოლოდინებიდან შემქნილი აჟიოტაჟი იყო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ის რაც ხდებოდა გუშინ სავალუტო ბაზარზე, გარკვეული მოლოდინებიდან შემქნილი აჟიოტაჟი იყო. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მოლოდინებს გარკვეული ფაქტორები განაპირობებს და რთულია განცალკევება. „მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს მოხდა გაუფასურება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტისა. ყველაფერმა ერთად ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს სამწუხაროდ ახასიათებს ასეთი მოვლენა, რომელსაც ჰქვია „ოვერშუთინგი“, ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი ამას მოყვება ხოლმე ისევ ძველი დონისკენ ჩამოსვლა. გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და ალბათ არ იყო ეჭვი იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შებრუნებულიყო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა გუშინ ბაზარზე სპეკულაციები, სებ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ბაზარზე არიან მყიდველები, არიან გამყიდველები და გარკვეულწილად შეიქმნა დროის მოკლე მონაკვეთში განსხვავება, დისპროპორცია მყიდველებსა და გამყიდველებს შორის". "ის ფაქტორები, რომლებიც არსებობდა მიუხედავად ისტორიულად გამყარებული დოლარისა, მაინც არაფრით არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო უკუსვლა, რაზეც ეროვნულმა ბანკმა გუშინ ისაუბრა და ეს მოხდა კიდეც", - განაცხადა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.5871 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5352 ლარად იყო შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.49-დან 2.63 ლარამდე მერყეობს.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)