18:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 10:12:09, 4194 ნახვა

კულტურა
ირლანდიაში ევროპული კინოფესტივალის ფარგლებში ქართული ფილმის „სიმინდის კუნძული" ჩვენება გაიმართა

ირლანდიის ქალაქ კილკენიში ყოველწლიური ევროპული კინოფესტივალის „SUBTITLE FILM FESTIVAL"  ფარგლებში  ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმის „სიმინდის კუნძული" ჩვენება გაიმართა, რომელსაც ირლანდიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოფესტივალი 21 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა და „სიმინდის კუნძული" ფესტივალის პროგრამაში ორჯერ - 22 და 27 ნოემბერს მოხვდა. ქართულმა ფილმმა მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს „SUBTITLE FILM FESTIVAL" მეხუთედ ჩატარდა და იგი ირლანდიაში ერთადერთი ევროპული კინოფესტივალია, სადაც ევროპულ ფილმებს  ინგლისური სუბტიტრებით აჩვენებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics