02:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 16:03:50, 1203 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: 2017 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდას არ ვაპირებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის და ეს არც დაუმალიათ.

კვირიკაშვილის განმარტებით, ახალი საპენსიო სისტემა 2018 წლიდან ჩაირთვება. კვირიკაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არარეალისტური დაპირებებისგან თავი შეიკავეს:

 „ბატონო, ზურაბ, რატომღაც გვაშინებთ თქვენი შეკითხვით და მე სრულიად გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ 2017 წლის  ბიუჯეტით პენსიების ზრდას არ ვაპირებთ. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას არ ვაპირებთ დღეს.2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში  მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომლებიც გვექნება, არაფერი დამალული ამაში არაა, ჩვენ წინაასაარჩევნო პერიოდშიც თავი შევიკავეთ არარეალისტური დაპირებებისაგან“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობის დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე საპასუხოდ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics