09:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 12:29:20, 1025 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილის უმრავლესობა არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა

ივანიშვილის უმრავლესობა პარლამენტში არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, "ქვეყანაში იზრდება სიღარიბე, იზრდება კრიმინალი, იზრდება კორუფცია, ეკონომიკა არ იზრდება და ეს სერიოზული კრიზისია.

"უმრავლესობა ამ კრიზისზე პასუხისთვის მზად არ არის. პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, ჩვენი ოპოზიციის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს და მის გუნდს ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის ყველა ლეგიტიმურ, კონსტიტუციურ მეთოდს მივმართავთ პარლამენტში", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ამწუთებში დაიწყო. დეპუტატების დამტკიცებისთანავე, მთავრობის მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics