12:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 19:11:14, 670 ნახვა

სხვადასხვა
ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს

ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, რამდენიმე შტატის მოსახლეობამ პრეზიდენტთან და სენატთან ერთად მარიხუანის ლეგალიზების საკითხზე იმსჯელა.

როგორც BBC წერს, მაინში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაშინ როდესაც არიზონაში კანონის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

მედიის ინფორმაციით, ფლორიდამ და ჩრდილოეთ დაკოტამ, სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი.

ლეგალიზაციის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მასაჩუსეტსის მკვიდრებს შეეძლებათ თან 28 გრამი მარიხუანა ატარონ, ხოლო სახლში 300 გრამამდე შეინახონ.

ლეგალიზაციის ფარგლებში კალიფორნიელებს 28 გრამის მარიხუანის თან ტარება, ხოლო სახლში 6 ძირი მცენარის მოყვანა შეეძლებათ.

ამასთან, მედიის ცნობით, თან ტარების შემთხვევაში ნევადაშიც იგივე წესი მოქმედებს, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც მარიხუანის მაღაზიიდან 50 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, სახლში 6 ძირის მოყვანის უფლება ექნებათ.

ფლორიდამ და ჩრდილოეთ დაკოტამ, სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, მარიხუანის ლეგალიზაცია ძალაში 2016 წლის 15 დეკემბერს შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics