2015-03-20 11:38:49, 393 ნახვა
სამართალი
გურჯაანში 25 წლის მამაკაცი მოკლეს
გურჯაანში 25 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.
როგორც“ ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას ურთერთშელაპარაკება უძღოდა წინ, მისი დაჭრა ცივი იარაღით მოხდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ შსს- ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან