23:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 15:44:31, 1350 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: 8 ოქტომბერს ამომრჩეველს ყველაზე დაზუსტებული საარჩევნო სია შევთავაზეთ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ,  8 ოქტომბერს ამომრჩეველს ყველაზე დაზუსტებული საარჩევნო სია შესთავაზეს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიების გადაზუსტება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაიწყეს და  მონიტორინგი ყოველდრიურ რეჟიმში გრძელდება:

 „გადაზუსტება იმიტომ, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში სიები  დაზუსტდა ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების მიზნებისთვის. გვქონდა გახსნილი ცხელი ხაზი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, სადაც არჩევნების დღეს 72 ზარი შემოვიდა და აქედან ნახევარზე მეტი ეხებოდა შეკითხვას, თუ სად მდებარეობს საარჩევნო უბანი, რადგან მოქალაქემ არ იცოდა და რეალურად ცესკო-სთვის განკუთვნილ კითხვებს ჩვენ ვპასუხობდით, რომ ცესკო არ გადაგვეტვირთვა, ასევე იყვნენ ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა მოქმედი საბუთი და ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობა. ეს საარჩევნო სია მონიტორინგს გადის ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალი წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების  დაზუსტების პროექტს გავაგრძელებთ. მთავარი ისაა, რომ ბიომეტრიული ფოტოების მეშვეობით, უბანზე მისული ადამიანების დადარება ხდება, რათა ერთი დაიგივე ადამიანმა ბევრჯერ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics