19:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 19:44:38, 1298 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ჟვანია: ყუთის გადაადგილება დაცულობის მიზნით მოხდა და ბიულეტენებს არანაირი საფრთხე არ შექმნია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ყველა ადასტურებს, რომ  მარნეულის 48-ე უბანზე ყუთი დაცულია და ლუქის მთლიანობები დარღვეული არ არის.

როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყუთის გადაადგილება დაცულობის მიზნით მოხდა და იქ არსებულ ბიულეტენებს არანაირი საფრთხე არ შექმნია. შესაბამისად, ჟვანიას თქმით,  აღნიშნულ უბანზე არჩევების ჩაშლის საფუძველი არ არსებობს:

 „გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ  თითქოს ყუთი გაქრა, დაიკარგა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ამაზე უკვე განცხადებები და  დასტური ასევე გააკეთეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც. მინდა აღვნიშნო, რომ იქ შექმნილი  სიტუაცია, დაპირისპირება, ამავდროულად ნახეთ, რომ იყო შენობაში შეღწევის  მცდელობაც, სროლა ქვების, ფანჯრებია ჩალეწილი. ეს მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მიერ, გარკვეული პროტესტის ნიადაგზე. თუმცა, ყუთს იცავდნენ კომისიის წევრები, იქ გახლდათ ცესკო-ს წარმომადგენელი, დამკვირვებლებიც, წარმომადგენლებიც. ყველა ადასტურებს, რომ ყუთი არის აბსოლუტურად დაცული, ლუქის მთლიანობები არ არის დარღვეული, ყუთის გადაადგილება მოხდა დაცულობის მიზნით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქ არსებულ ბიულეტენებს საარჩევნო ბიულეტენები კონვერტებშია განთავსებული, არანაირი საფრთხე არ შექმნია. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რაც აჟიოტაჟია ატეხილი 48-ე საარჩევნო უბანთან“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics