19:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 10:57:30, 1585 ნახვა

სამართალი კომენტარი
იზორია: თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებული პირის დაკავებისთვის ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს

„გივი თარგამაძის ავტომობილის  აფეთქებაში ბრალდებული პირის დაკავებისთვის ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, საზოგადოება ახლო მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობდნენ. თქვენ იხილეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს კონკრეტული პიროვნების ბრალეულობას და სავარაუდოდ, სწორედ ის არის მონაწილე ამ დანაშაულში და ბუნებრივია გამოძიება გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები მისი დაკავებისთვის, მიმდინარეობს ასევე, ძებნის ოპერაცია, ასე რომ საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ახლო მომავალში", -აღნიშნა იზორიამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს „პირიმზესთან“  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ოთხი პირი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics