03:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 12:40:31, 782 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ „ზოლოტაია კორონას“ გზავნილების სისტემას შეუერთდა

„ვითიბი ბანკი“ „ზოლოტაია კორონას“ გზავნილების სისტემას შეუერთდა.

“ზოლოტაია კორონა”-ს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემით შესაძლებელია, მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, უცხოური ვალუტის   გაგზავნა და მიღება შემდეგ ქვეყნებში:  რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი,  მოლდოვა, მონღოლეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ვიეტნამი, საბერძნეთი, ისრაელი, ნეპალი, თურქეთი, ჩეხეთი.

გზავნილის განხორციელება შესაძლებელია:  აშშ დოლარში, ევროში და რუსულ რუბლში.

გზავნილის ტარიფი 1%-დან იწყება და დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე და ტრანზაკციის მიმართულებაზე. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია „ვითიბი ბანკის“ ნებისმიერი ფილიალიდან.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, „ვითიბი ბანკი“ სწრაფი ფულადი გზავნილების ცხრა სისტემაშია ჩართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics