01:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 14:29:30, 892 ნახვა

კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემს მეუღლეს ხშირად პირველ ნახევარს ვეძახი

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში,  პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, გენდერული კვოტის დაწესების მომხრე იყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა:

"ვცდილობდით, კვოტის დაწესებაც კი გვინდოდა და მიგვეცა მეტი სტიმული პარტიებისთვის, რომ მეტი ქალბატონი წარმოდგენილიყო პარლამენტში და მთავრობაში.მამაკაცი ვარ და სულაც არ მერიდება ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან გონიერი ქალბატონები გვყავს.  სირცხვილია, რომ პოლიტიკაში ასე უხეშადაა ბალანსი დარღვეული. იქნებ, მიზეზი ის იყოს, რომ დიდი ხანია, ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონ არ გვიმართავს და აზიურმა გადაგვქაჩა. მგონი, უახლოეს დროში გამოვასწორებთ ამას. ბევრს ჰგონია, რომ  ბუნებრივად უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ცოტა ხელოვნურად დახმარება არ აწყენდა, მაგრამ არ დამიჯერეს მე, ვერ მოახერხეს პარლამენტში ამ კვოტის დაწესება. ჭკუასელი ბობოქრობდა, სხვები ეხმარებოდნენ და ვერ გამოვიდა.ჩვენი ქალბატონები ოჯახში მეორე ნახევრები არიან.  ხშირად პირველ ნახევარს ვეძახი ჩემს მეუღლეს. აქვთ მეუღლეებს ეს როლი რეალურად",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics