12:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 17:19:43, 1579 ნახვა

კომენტარი
სანიკიძე: ბატონო ბიძინა, უჩემოდ ჩემს ოჯახში სიარულს თავი დაანებეთ - ესაა ქურდობა

გაკვირვებული ვარ, არ მოველოდი ბიძინასგან ასეთ სიმჩატეს, რისი თქმაც მინდა ის ისმენს და იმეორებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ჩაწერილ სიბინძურეს, - ასე გამოეხმაურა "ეროვნული ფორიმის" წევრი, გუბაზ სანიკიძე, ივანიშვილის განცხადებას, რომ სანიკიძემ მილიონი ვერ იშოვა და ამიტომაა გაღიზიანებული.

როგორც სანიკიძემ "TV-პირველის" ეთერში განაცხადა, მას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსაყვანი არაფერი სჭირს.

,,როგორც ჩანს ვერ დააზუსტა ჩემი ნათქვამი. მე იქ ვამბობ, რომ პოლიტიკიდან უნდა წავიდე და მერე უნდა ვიშოვო ფული-მეთქი, ამიტომ ის ცრუობს. მე არ მჭირს არაფერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსაყვანი, მე 89 წლიდან ვარ პოლიტიკაში, რაც მთავარი ჩემთვის სამწუხაროა, ისეთი გავლენიანი ადამიანი იყენებს ფარულ ჩანაწერებს. ბატონო ბიძინა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში, უჩემოდ ჩემს ოჯახში სიარულს თავი დაანებეთ ესაა ქურდობა", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics