00:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 15:52:00, 549 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ვფიქრობ, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ნაკლებად პოლიტიზირებულ გარემოში უნდა ხდებოდეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ ეკონომიკური პრობლემების განხილვა და მოგვარება ნაკლებად პოლიტიზირებულ გარემოში უნდა ხდებოდეს.

ამის შესახებ ხადურმა დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე მაინც ვფიქრობ, როცა ეკონომიკურ პრობლემებზეა საუბარი, ჯობია ერთად ვისაუბროთ, თუმცა ცხადია, უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ საკითხის განხილვა ნაკლებად პოლიტიზირებულ გარემოში ხდებოდეს და უფრო სამუშაო ვითარებაში, მაგიდის გარშემო, ციფრებით, მსჯელობით, ანალიზით. მე ვეჭვობ, რომ დღეს ამის საშუალება დიდად არ მოგვეცემა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics