|
2015-03-11 17:40:39, 470 ნახვა
სამართალი
ბორჯომში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი, კუსტარულად დამზადებული, პირველადი გადამუშვების სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კუსტარულად დამზადებული საამქროს დაშლა და გადატანა დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთშია შესაძლებელი, რაც მსგავსი ტიპის სახერხის გამოვლენას ართულებს. ამავე საამქროს ტერიტორიაზე ასევე, გამოვლენილია უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის პირველი ხარისხის მერქანი. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის იარაღები დაილუქა. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანს დადგენა, რის შემდეგაც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)