2016-08-22 17:38:54, 1486 ნახვა
სამართალი
ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური ბრალს აღიარებს
ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური ბრალს აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბექაურის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განუცხადა.
ამასთან, ადვოკატი არ აკონკრეტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტულად რა ნაწილში აღიარებს მის წინაშე წაყენებულ ბრალს.
ამ ეტაპზე ბექა ბექაური საავადმყოფოში იმყოფება, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანებები დაკავებულმა დაპატიმრების დროს ცემის შედეგად მიიღო.
ე.წ. ტერაქტის საქმეზე სუს-მა 7 პირი დააკავა, აქედან 5-ს უშუალოდ ტერორისტულ აქტის ჯგუფურად მომზადებას ედავებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან