02:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 20:10:07, 684 ნახვა

სამხედრო
ქართულ ჭიდაობაში შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართულ ჭიდაობაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირად-გუნდური პირველობა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრი გორის რაიონის სოფელ შინდისის საჭიდაო მოედანზე მიმდინარეობდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების 50-მა სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ტურნირს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

ასპარეზობა 60, 66, 73, 81, 90 და აბსოლუტური წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო. ტურნირს საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგია აკვირდებოდა. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილებზე გადანაწილდნენ. გუნდური პირველობა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტული III ქვეით ბრიგადას ხვდა წილად - მათ ორ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს. ხოლო კაპრალი გიორგი მახარაშვილი (უზრუნველყოფის ცენტრი) ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ დასახელდა, - მან ყველა შეხვედრა სუფთა გდებით მოიგო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ქართულ ჭიდაობაში, გენერალური შტაბის უზრუნველყოფის ცენტრის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების სამმართველოს ორგანიზებით, მეორედ გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics