2016-08-04 18:34:31, 1341 ნახვა
სამართალი
სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების (1120 აბი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან