2016-07-31 10:14:16, 1208 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მტკვარზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ.
უწყების ცნობით, მათ ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამაშველოს შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან