2016-07-28 13:59:14, 1252 ნახვა
სამართალი
ზეწოლის შესახებ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება
საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათარაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
თათარაშვილი პროკურატურაში ადვოკატის თანხლებით მივიდა და მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
მიხეილ თათარაშვილის პროკურატურაში მისვლა და გამოკითხვა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების საფუძველზე მოხდა, რომლის თანახმადაც მარგველაშვილის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკა განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურიც იმყოფებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან