2016-07-22 10:13:20, 1233 ნახვა
სამართალი
პოლიციელებს ახალი ფორმის ტანსაცმელი გადაეცათ
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ფორმის ტანსაცმელი და აღჭურვილობა გადაეცათ.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს ახალი დიზანით შექმნილი ფორმის ტანსაცმელი პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან