21:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 13:04:27, 1151 ნახვა

სამართალი
სროლა აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში - დაჭრილია ორი ადამიანი

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აღსრულების ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორმა პირმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ორივე მათგანი დაჭრილია. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 „აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ორი მოქალაქე ერთმანეთს დაუპირისპირდა, ცეცცხლსასროლი იარაღიდან იყო გასროლა. დაჭრილია დაპირისპირებაში მონაწილე ორივე ადამიანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ორივე ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ადგილზე იმყოფებიან სამართალლდამცავები  და ექსპერტ კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. აღნიშნულ ინციდენტს კავშირი არ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, უბრალოდ, ინციდენტი მოხდა ბიუროს ეზოში“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას-ტარებას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics