|
2016-07-11 14:42:08, 760 ნახვა
კომენტარი
სუბარი: რჩეულიშვილმა გადაწყვიტა, რომ მის მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის, დევნილებიც მიემატებინა
„რჩეულიშვილმა გადაწყვიტა, რომ მის მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის დევნილებიც მიემატებინა, რასაც ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით და ხელს არ შევუწყობდით ამაში“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით, ვახტანგ რჩეულიშვილის ბრალდებებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რჩეულიშვილმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა კონკურსში და პირველ ჯერზე, მან ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია. მინისტრის თქმით, საბანკო გარანტიის გარეშე სახელწიფო ფულს ვერ გადაურიცხავდა. „როდესაც ჩვენ მენაშენეთა კონკურსი გამოვაცხადეთ, ამას ჰქონდა ორი მიზანი. პირველი და უმთავრესი, ბუნებრივია, გახლდათ დევნილების ბინებით დაკმაყოფილება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო, წლების წინ გაჩერებული მშენებლობების დამთავრებისთვის შეგვეწყო ხელი, რითაც სხვა მოქალაქეების პრობლემებიც გადაიჭრებოდა. რჩეულიშვილმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. პირველ ჯერზე, მან უბრალოდ ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია და ბუნებრივია, საბანკო გარანტიის გარეშე სახელწიფო ფულს ვერ გადაურიცხავდა, რადგან იმ ათასობით მოტყუებულ მოქალაქეთა შორის აღმოვჩნდებოდით ჩვენც, ჩვენი სამინისტროც, ბიუჯეტიც და დევნილებიც. მეორე შემთხვევაში, ვერ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, რომ ეს ფართები ნამდვილად მისი საკუთრება იყო, სად გადიოდა შენობის საზღვრები... ელემენტარული დოკუმენტაცია ვერ მოაწესრიგა. პირველ შემთხვევაში იმდენად აშკარა იყო ყველაფერი, რომ არც გაასაჩივრა. მეორე შემთხვევაშიც ნათელი იყო, მაგრამ მაინც გაასაჩივრა და საბოლოოდ, სასამართლო წააგო კიდეც. გადაწყვიტა, დევნილებთან მიმართებაშიც ევლო მისთვის ჩვეული გზით, მაგრამ ბუნებრივია, ამის საშუალებას ვერ მივცემდით. იმის ნაცვლად, რომ ამ წლების განმავლობაში ეზრუნა მისგან მოტყუებული მოქალაქეების დაკმაყოფილებაზე, ცხოვრობდა როგორც მილიონერი და არაფერს იკლებდა. ახლა კი, როცა სისხლის სამართლებრივი დევნა, რაღაც ეტაპამდე მივიდა, გადაწყვიტა, პოლიტიკური განცხადებებით დაიძვრინოს თავი. ამას ჯობია, სამართლებრივი არგუმენტები მოიშველიოს ბრალდების წინააღმდეგ და რამენაირად სცადოს იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებიც უბინაოდ არიან დარჩენილნი მისი ფინანსური მაქინაციების გამო. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. პირველ ეტაპზე, კონკურსზე 5 სხვადასხვა ობიექტით შემოვიდა რჩეულიშვილი, მათ შორის, ერთ-ერთი განსაკუთრებით მოგვეწონა, რადგან პრაქტიკულად, მზა ობიექტი იყო დიდ დიღომში. მშენებლობა დასრულებული იყო და უკვე რემონტსაც ამთავრებდნენ. გაიმარჯვეს და როცა საქმე საქმეზე მივიდა, რომ ბინები უნდა შეგვეძინა, პირი გვიცვალეს. თქვეს, რომ ეს უკვე დამთავრებული კორპუსია, აქ ბინები ისედაც კარგად იყიდება და ამიტომ ამას ვერ მოგყიდით, გვერდით ვაპირებთ მსგავსი კორპუსის აშენებას და იმას მოგცემთო. იმ ვადებში, რა ვადებზეც იყო შეთანხმება, არათუ იმ ბინების დამთავრებას, საძირკვლის ამოღებასაც ვერ მოასწრებდნენ. ეს იყო მორიგი მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ მოეტყუებინათ, ამჯერად, სახელწიფო და დევნილები და ბუნებრივია, მსგავს რამეს ვერ დავუშვებდით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)