11:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 09:33:10, 966 ნახვა

სამართალი
შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში ველომარათონი გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული ბათუმში გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, ველომარათონი გაიმართა, რომელშიც ველომოყვარულებმა, ადგილობრივმა სპორტსმენებმა და ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას შეუერთდნენ.

ღონისძიება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის - MIA Force მრბოლელმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, დათა ქაჯაიამ გახსნა. მან მარათონის მონაწილეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

ველომარათონის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის პროგრამის ბრენდირებული მაისურები და კეპები მოირგეს. მათ სტარტი კვირეულის ფარგლებში მოწყობილი გამოფენის ტერიტორიიდან აიღეს და ველოსიპედებით 3-კილომეტრიანი მანძილი დაფარეს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და სპორტული კლუბის - MIA Force მიერ ორგანიზებული კვირეული ბათუმში უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics