2016-07-06 12:26:33, 1280 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
მამა-შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მხარეებმა დღევანდელ პროცესზე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს.
შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან