14:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 12:01:51, 1051 ნახვა

სამართალი
მაგდა პაპიძე: მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს

„არ მაქვს პრეტენზია  სიცოცხლის, არც უვადო პატიმრობაზე, მე თვითონ დავჯდები „დენის სკამზე, ისე რომ გული არ ამიჩქარდება“,-ამის შესახებ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც პაპიძემ სხდომაზე აღნიშნა.  დაკავების დღიდან სიმართლისთვის იბრძვის.

„ახლა წლებს უნდა ვებრძოლო, რომ საკუთარი ქმრისა და შვილის საფლავი ვნახო. ჩემი ღმერთის წინააღმდეგ ვერ წავალ, ამიტომ ეს გააკეთოს სახელმწიფომ. მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს. არ მეგონა, თუ გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნებოდა. იმ გონივრული კითხვებიდან გამომდინარე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები სვამდნენ, იმედი მქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა. მე არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის, არც უვადო პატიმრობაზე. მე თვითონ დავჯდები "დენის სკამზე" ისე, რომ გული არ ამიჩქარდება და ვილოცებ მისთვის, ვინც ღილაკს ხელს დააჭერს", -აღნიშნა პაპიძემ.

შეგახსენებთ,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე  ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო.  მოსამართლე სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრავს, რომელიც  16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics