2016-07-05 10:03:31, 1121 ნახვა
სამართალი
მოსამართლე მაგდა პაპიძის საქმეზე სასჯელს ხვალ გამოაცხადებს
მოსამართლე მაგდა პაპიძის საქმეზე სასჯელს ხვალ 11:00 საათზე გამოაცხადებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ გუშინ სხდომაზე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გუშინ გამოიტანეს.
სამ საათიანი დრო ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად არ გამოიყენეს.
ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად სამ საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ.
ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. 6 ივლისს, 11 საათზე სასჯელს სასამართლო დანიშნავს.
მაგდა პაპიძის პროცესი სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაიკითხა პროკურატურის 60-მდე და დაცვის ორი მოწმე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან