13:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 21:06:31, 988 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონაწილე საწარმოს ეწვივნენ

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმოს "ვესტ ჯორჯიან ბეიკერს“ საქართველოს პრემიერ–მინისტრი სტუმრობდა. მასთან ერთად საწარმო დაათვალიერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რეგიონული პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. 

აბაშაში მდებარე საწარმო 2015 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 44 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ინვესტიციის  ჯამური მოცულობა 730 000 ლარია.

საპატიო სტუმრებს მასპინძლობა საწარმოს დირექტორმა ვახტანგ  პატარაიამ გაუწია. მისი განმარტებით, კომპანია სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს.  

საწარმოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა მხარდაჭერა აღუთქვა აბაშელებს ყველა საინტერესო ბიზნსპროექტის განხორციელებაში. მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასთან და სამუშაო ადგილების გაჩენასთან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics