2016-06-25 12:52:06, 1048 ნახვა
სამართალი
სიღნაღში, ჩეხი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
სიღნაღში, ჩეხი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით, პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მოხდა. 30 წლამდე ქალმა გაუპატიურების შესახებ პოლიციაში თავად განაცხადა. დანიშნულია ექსპერტიზა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საოზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 137 მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სქესობრივ კავშირს გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან