11:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 12:21:47, 860 ნახვა

სამართალი
ადვოკატები - კავკასიური აღნაგობის პირის ვინაობა, რომელიც კიწმარიშვილის სახლთან დაფიქსირდა დადგენილი დღემდე არაა

ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილსა და ადვოკატებს გამოძიებასთან კითხვები აქვთ.

ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განაცხადებით, აუცილებელია  ეროსი კიწმარიშვილის ქალაქში გადაადგილების მარშრუტი გასაჯაროვდეს.

ადვოკატების განცხადებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასაჯაროებულა კიწმარიშვილის სოციალური ქსელით მიმოწერა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, როდესაც გამოძიება დაინტერესდა, აღმოჩნდა, რომ ეროსის გარკვეული მიმოწერა წაშლილი იყო. მათ შორის მის ყოფილ მეგობართან ალექსანდრე კარპოვთან.

"ირკვევა, რომ ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ქონდა მიყენებული დაზიანებები თავის არეში და ხელის მტევანზე. ასევე იარაღზე აღმოჩენილი ანაბეჭდები გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ექსპერიზა გამოთქვამს ვარაუდს, რომ იარაღზე ორი პირის კვალია აღმოჩენილი. ერთ-ერთზე არაა გამორიცხული, რომ კიწმარიშვილის დნმ ყოფილიყო", - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ზურაბ კიწმარიშვილს ეჭვი აქვს, რომ ავტომობილი იყო გადაადგილებული, იმ პერიოდში, როდესაც კიწმარიშვილი უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

"ეს იყო პირადი მეგობრული სახის მიმოწერა. ადვოკატები ამბობენ, რომ დღემდე არ არის დადგენილი იმ კავკასიური აღნაგობის პირის ვინაობა, რომელიც კიწმარიშვილის სახლთან ფიქსირდება", - აღნიშნავს კიწმარიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

პროკურატურის განცხადება





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics