2016-06-23 09:14:39, 943 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2240 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.2240 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2128 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0112 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს, 2.5111 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5095 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან