01:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 15:01:42, 968 ნახვა

სამართალი
მაგდა პაპიძის ოჯახის წევრები პოლიციაში გადაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის პროცესზე მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე, სადაც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედასა და დას და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  სამართალდამცველებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები - მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია, და ლანა პაპიძე და ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტუაცია რადენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება მხარეებს შორის მოხდა. ცნობილია, რომ სიტუაცია ორჯერ გახდა განსამუხტი, პირველად სასამართლო სხდომის დაწყებამდე და მეორედ საქალაქო სასამართლოს საპირფარეშოში გააგრძელეს დაპირისპირებულმა მხარეებმა ჩხუბი.

როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედა ხელით შეეხო. ფიზიკურ დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც შეუერთდნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე აღკვეთეს.

საპირისპიროს ამტკიცებენ ლია შამუგია და ლანა პაპიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო დაწყებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ნაფიცი მსაჯულების პირობებში იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics