2016-06-17 11:22:23, 1196 ნახვა
ეკონომიკა
„გაზპრომი“ საქართველოს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის
"გაზპრომმა" ქართულ კომპანიასთან საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ "გაზპრომის" განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, "გაზპრომის" პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია "გაზკო+"-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ ხელი მოაწერეს.
აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, 2016 წელს "გაზპრომი", კომპანია "გაზკო+"-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის.
ცნობისთვის, კონტრაქტის მოქმედების ვადა 2016 წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან