01:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 13:11:25, 983 ნახვა

ეკონომიკა
მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.9 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 203.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.9%-ით (4.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 89.9 პროცენტი მოდიოდა.

„2016 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მილიონი აშშ დოლარი (34.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მილიონი აშშ დოლარისა (30.9 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics