2016-06-15 09:11:21, 991 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.1324 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.1324 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.1291 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს, 2.3934 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.3999 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან