2016-06-14 16:42:46, 944 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.1324 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.1291 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.3934 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.3999 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან