2016-06-14 13:41:16, 1100 ნახვა
სამართალი
ივანიშვილი მერაბიშვილის საქმეზე: სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ.
ამის შესახებ ივანიშვილმა „ტექნოპარკში“ განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
"სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყო მერაბიშვილი. სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან