2016-06-14 12:58:53, 1078 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ამის შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა დაუსაბუთებლად შეეფარდა.
როგორც მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან