22:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 10:01:18, 969 ნახვა

სამართალი
შსს-მ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მე-5 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „სარკინიგზო კონტროლის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით გასვლისას, კიევის ინტერპოლის მიერ 10.12.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1979წ. დაბადებული დილგამ ბ. დააკავეს.

„დიგლამ ბ.-ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics